პროგრამის მართვა
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ:
ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის – 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;
ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ – 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებზე – 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
საჭირო დოკუმენტაცია
მატერიალური დახმარების მისაღებად, გარდაცვლილი მოქალაქის დედ-მამამ, მეუღლემ, სრულწლოვანმა შვილმა ან მემკვიდრემ უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.