✅ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
▶პროექტი ითვალისწინებს: საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას; ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას; მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობას. კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.
🔹მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე პირველ მოადგილესთან, დავით კვიციანთან ერთად გაეცნო.
✅ბექა ვაჭარაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ პარალელურ რეჟიმში დაიწყოს სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ზაფხულის სეზონს ქალაქი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
🔹პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს.