გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს ძვირფასო ფოთელებო, ვულოცავ დამდეგს ამ ქალაქში მოღვაწე პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ასევე ამ ქალაქზე შეყვარებულ, მაგრამ ემიგრაციაში წასულ ფოთელებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს ახალ 2022 წელს…!!!
თითოელი ჩვენგანისთვის ახალი წელი ახალ იმედებთან, შესაძლებლობებთან და პერსპექტივებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად რაც ამ დრომდე გაკეთდა ქალაქში სოციალური, კულტურული, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა ეს არ იძლევა თავის დამშვიდების და თვითკმაყოფილების საბაბს, პირიქით მეტი უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა მეტს იმსახურებს…!!!
დასახული მიზნებიდან გამომდინარე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი 2022 წელს იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურული იერსახის გაუმჯობესება და ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ამასთან უმთავრეს ამოცანად ვისახავთ უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს განათლებას და უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას ჩვენი მოქალაქეების საჭიროებათა საპასუხოდ. 2022 წელს ვეცდებით ფოთისთვის ღირსეულ ყველა მიზანს მივაღწიოთ თქვენი გულების გასახარებლად.
პატივისცემით, ალექსანდრე ტყებუჩავა