ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და მერის მოადგილეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს შობა-ახალი წლის დღესასწაული პირადად მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს.
![ფოთის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/01/270282541_4873548399367864_7816238919453235555_n.jpg)