📍პრემიერ-მინისტრის ინიციტივით ფოთში საშობაო-საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ფოთში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. დღის განმავლობაში გაიმართეა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.
ღონისძების ფარგლებში, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართული პედაგოგები დააჯილდოვა.
🕛18:30 საათიდან კი ფოთელების წინაშე ჯგუფი „ბანი“ წარსდგა. საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.