დღეს, ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.
✅სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეგულაციების და სანიტარული ნორმების სრული დაცვით დაიწყო. სასწავლო პროცესის დაწყებამდე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა 15 -ივე საბავშვო ბაღის პერსონალს.
📍აღსანიშნავია, რომ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომუშავე ყველა თანამშრომელი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.
![დღეს, ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/01/272198429_4950568358332534_4742993357606835888_n.jpg)