ფოთის საკრებულოში 28 იანვარს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა დადგენილების პროექტზე – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის N17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და განკარგულებების: „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ რეორგანიზაციაზე (გაერთიანებაზე) და რეორგანიზაციის (გაერთიანების) საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ იმსჯელეს. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ პროექტებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს