ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისია გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით წარმოდგენილი რვა საკითხი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, განხორციელებული შესყიდვების თაობაზე.
2. დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
3. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესახებ“.
4. განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
5. დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
6. დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”.
7. დადგენილების პროექტი ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N9/14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
8. ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 12 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 12 თვის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გადახდებზე. მოისმინეს: თემური დუნდუას მოხსენება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, განხორციელებული შესყიდვების თაობაზე“. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ ყველა პროექტის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხები განხილულ იქნას საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე.