ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და საკრებულოს წევრები დღეს, მე-4 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს ლიზი ცაგარეიშვილს შეხვდნენ.ჩვენი ქალაქის წარმატებული მოსწავლე ჩაირიცხა აშშ-ს Saint Peter’s University-ში, კომუნიკაცია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობების ფაკულტეტზე. საკრებულოს თავმჯდომარემ მას საჩუქრად ინგლისურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადასცა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთი დაუღალავი შრომით შექმნიან ქალაქში წარმატების მიღწევის მაგალითებს ყოველთვის ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა და წახალისება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.