1988 წელს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ სპიტაკში მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს სომხეთის საკონსულოში, სადაც იმ ფოთელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, ვინც აქტიური მხარდაჭერა გაუწია მეზობელ რესპუბლიკას მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის საქმეში. დაჯილდოების ცერემონიას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა დაესწრო. სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა იეღიშე სარგისიანმა, რესპუბლიკისსაგანგებო სიტუაციების სამინისტროს მადლობის სიგელები გადასცა პეტრე ბერაიას, თეიმურაზ წურწუმიას, ნუნუ ჭელიძეს, ბეჟან ჯალაღონიას. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა აწ განსვენებული გერონტი კუხალეიშვილი. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწია სომხეთს ამ დიდი ტრაგედიის დროს. შეხვედრაზე ნახეს ფილმი,რომელიც სპიტაკის მასშტაბურ მიწისძვრას მიეძღვნა, გაიხსენეს ის მოვლენები და ატმოსფერო, რაც მთლიანად რეგიონში სუფევდა.