ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინოვაციურ კატალოგში იქნება შეტანილი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული. პროექტი „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა_შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ტექნიკური-ეკონომიკურ კვლევას, დაცულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. პროექტის წარმომადგენლები ქალაქ ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ და ქალაქის ხელმძღვანელ პირებს დასახული მიზნები და ამოცანები გააცნეს. ინოვაციურ კატალოგში ფოთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის შენობებიც მოხვდება, რომელსაც ენერგოეფექტურობისა და კლიმატისადმი მდგრადობის ინოვაციური ტექნოლოგიების საბაზრო კვლევა ჩაუტარდება.