მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ტიტული ქალაქ ფოთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა , ხათუნა ხაჟომიამ, მოიპოვა🎊
🔷️ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებელს მერიაში უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მერმა ხათუნა ხაჟომიას მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
➡️საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი და მის მთავარ მიზანს მათი პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქვეყნის მასშტაბით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.
![წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ტიტული პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოიპოვა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/277783482_5173663562689678_8120748477880392168_n.jpg)