9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი გავიდა.დღეს, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო პირები შეიკრიბნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ამ დღეს, 31 წელი შესრულდა 1991 წლის 9 აპრილიდან, როდესაც უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო.