📖14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
✊🏻1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელისუფლებას, გაეუქმებინა მშობლიური, ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსი. სწორედ ამ საერთო სულისკვეთებამ შეუნარჩუნა უნიკალური ენა მომავალ თაობებს.
📜14 აპრილი, როგორც ეროვნული დღესასწაული, 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
📖გილოცავთ დედაენის დღეს !