✅ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთში, 560 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.
ასევე, სასაჩუქრე კალათები გადაეცა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს.
სადღესასწაულო კალათები გადაეცა შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
➡️ საკვებით უზრუნველყოფის კამპანიისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 45 621 ლარი დაიხარჯა.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/278931342_5224740754248625_2425343366830599944_n-499x358.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/278952973_5224740940915273_215207291369780491_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/278967120_5224741040915263_4834345480939134_n-499x341.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/04/278914615_5224741140915253_831455931355635837_n-499x333.jpg)