მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მაია დოლბაიამ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუამ, საკრებულოს წევრებმა და მერის მოადგილე დავით კვიციანმა მალთაყვაში დიდების მემორიალიყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 21 პირს, ფულადი წახალისების სახით, 300 ლარი გადაეცემა.
მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
დღესვე, 9 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში გამოფენა ” გახსოვდეთ გმირები…” გაიმართა.