საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოსათხოვად ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა
შეავსეთ და შევსებული ფორმა გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე info.poti@poti.gov.ge
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი:
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვალის №4/6 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად:
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდეს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი:
II-რანგი (საშუალო მმართველობითი დონე) მეორადი სტრუქტურული ერთეული.
საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი:
ანჟელა კილასონია
ტელეფონი: (0493) 22 12 95
ელ ფოსტა: info.poti@poti.gov.ge