#ბუნების_დაცვა_ჯანმრთელი_გარემო
50 წელზე მეტია “დედამიწის დღე” ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა და იგი 22 აპრილს აღინიშნება.“დედამიწის დღეს” მიეძღვნა გამწვანების აქცია, რომელიც საკრებულოს ინიციატივითა და კერძო სექტორის ჩართულობით მოეწყო.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ, მოადგილეებმა: მაია დოლბაიამ, შალვა სარდალიშვილმა, თორნიკე კირთაძემ და საკრებულოს წევრებმა.
ახლადაშენებულ სპორტკომპლექსის ეზოში ასამდე სხვადასხვა სახეობის ნერგი: მარადმწვანე მუხა და კვიპაროზი, ნეკერჩხალი, ხე ტიტა, ირმის რქა, ბუჩქოვანი ემონიუსი და გარდენია დაირგო.
აქციის მიზანი ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაა.
“-მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება.”
დედამიწის დღე” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 175 ქვეყნის ათიათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში „დედამიწის დღე” პირველად 1990 წელს აღინიშნა.