ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და განათლების სექტორს შორის თანამშრომლობის“ ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე კირთაძე და მერის მოადგილე დავით კვიციანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრებზე, საკურსო და სემესტრული ნაშრომების ფარგლებში, კონკრეტული პროექტების სახით, სტუდენტებმა წარმოადგინეს ქალაქ ფოთის გეგმარებითი და არქიტექტურული განვითარების იდეა.
აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქტიური დისკუსიისა და ჩართულობის ფონზე წარიმართა.
ასევე, შეხვედრების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და დიზაინერული საქმიანობის სფეროს სტუდენტებთ