თურქეთში, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კრივში, დღეს ფოთელმა მოკრივემ აკაკი ბასარიამ მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში წარმატებით იასპარეზა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ასევე, ხვალ მეოთხედფინალში მედლისთვის თორნიკე დანელია იბრძოლებს. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს აკაკი ბასარიას წარმატებას და ორივე სპორტსმენს გამარჯვებას უსურვებს.