🎥ფოთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ახალი პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა.
👫პროექტში ქალაქის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე (11- დან 17 -წლამდე) ჩაერთო.
📝ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი (5-10 წუთიანი), სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.
🎬საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას. ოქტომბრის თვეში, თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი ,სადაც სხვა ფილმებთან ერთად კინოსკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება გაიმართება.
🤝პროექტში მონაწილე მოსწვლეები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ სიგელებით დააჯილდოვეს.
✅ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა:
👉გიორგი ფხაკაძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2011 წლიდან დღემდე;
👉ზვიად დოლიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი (პროფესორი) 1992 წლიდან დღემდე;
👉გიორგი ხარებავა-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2003 წლიდან დღემდე;
👉ქეთევან ჯანელიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი -1997 -2012 წწ;
👉ზურაბ ორთავიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 1998 წლიდან დღემდე;
👉გიგა ჯაფარიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2010 წლიდან დღემდე.
🎯პროექტის მიზანი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.