ხრისტოს იანარასი გამოჩენილი ფილოსოფოსი და თეოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე სამყაროში, ქრისტიანული ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.მისი ასობით ნაშრომი გამოცემულია მსოფლიოს 19 ენაზე. პროფ. იანარასი არის ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის, ბოსტონის „წმინდა ჯვრის კოლეჯის“, ბელგრადის უნივერსიტეტის და სხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუციების საპატიო დოქტორი და მკვლევარი. მსოფლიო საპატრიარქოსაგან მას მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „არქონტი, დიდი რიტორი“.