ქალაქ ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ ბაზას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტით გათვალისწინებულია ახალი სახურავის, გათბობის სისტემის, სველი წერტილებისა და სამედიცინო პუნქტის მოწყობა, ასევე დაგეგმილია აივნის მიშენება, კარ-ფანჯრების შეცვლა და გარე ფასადის რეაბილიტაცია.