🏫ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
📌პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა. მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბემა” აწარმოებს.
↘️სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში , ფოთში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი.