ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, საკრებულოს წევრებთან ერთად ულოცავს ფოთის კოლხეთი 1913-ს საფეხბურთო გუნდს და მის გულშემატკივრებს მნიშვნელოვან გამარჯვებას. საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის უშუალო ჩართულობით ფოთის კოლხეთი 1913- ის ხელმძღვანელობა გადაეცა პროფესიონალ ადამიანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს- მამუკა ჯუღელს, რამაც გუნდის მნიშვნელოვან წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და ფოთის საფეხბურთო გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.