2022 წლის 24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში (მის: აღმაშენებლის ქ.#12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია:
დღის წესრიგის პროექტი:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თაობაზე.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“თაობაზე.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკა კორშია