2022 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთორმეტე სხდომა.
დღის წესრიგი:
.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე
.,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის გურამ გაბესკირიას სახელდების შესახებ.
.“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ.
.,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
.არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ანგარიშის შესახებ.
.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშის შესახებ.
.არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ანგარიშის შესახებ.