ქალაქ ფოთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის შენობა გაიხსნა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან და ფოთის მერის მოადგილეებთან -კონსტანტინე თოფურიასთან,მამუკა პაპასკირთან,პაატა ლაგვილავასთან ერთად გახსნა. მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოთხი ახალი შენობა გაიხსნა და აღიჭურვა. “რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ხელს შეუწყობს ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.