აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ინვესტორები ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ. ამჯერად ,ქალაქს ჩინელი ინვესტორების ჯგუფი ეწვია, რომლებიც ფოთის ეკონომიკურ და სამრეწველო პოტენციალს გაეცვნენ. მსხვილი კომპანიებისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა.