2022 წლის 20 დეკებერს, 12 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში (მის: აღმაშენებლის ქ. #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია.
დღის წესრიგი #11
- განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის- გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა
კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძე