დღეს, 2022 წლის 6 დეკემბერს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეცამეტე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. თავმჯდომარემ სხდომა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად 3 დეკემბერს დაღუპული ხუთი ქართველის, მათ შორის ფოთელი მებრძოლის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით გახსნა. საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების თანახმად შევიდა ცვლილება 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქალაქის მასშტაბით საახალწლო და მიმდინარე წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი სხვადასხვა აქტივობების ჩატარების მიზნით გაიზარდა კულტურული ღონისძიებების ხარჯი 165, 0 ათას ლარით.