საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბექა ვაჭარაძის საქმიანობის ერთწლიან ანგარიშს დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღინიშნა, რომ ქალაქის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტმა შეადგინა 4,6 მილიონი ლარი.
29 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4 819 ბენეფიციარი.
კულტურის და სპორტის მიმართულების ბიუჯეტმა შეადგინა 6,5 მილიონი ლარი.
კულტურის წრეებზე დადის – 1 000 მოსწავლე
სპორტით დაკავებული – 1 131 მოზარდი
გაიმართა – 112 ღონისძიება
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ,ღონისძიების ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2022 წლის სტიპენდიანტები და წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვა.
მერის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.