ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ფოთში ზერაგიას ქუჩაზე ახალი სპორტული კომპლექსის პროექტირება-მშენებლობას ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე პროექტს 14 500 000 ლარით ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს აშენდება 350 ადამიანზე გათვლილი სპორტული დარბაზი და 2 საცურაო აუზი (25 მეტრიანი და 10 მეტრიანი) სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები და განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის პროექტი 2018 წლის თებერვალში დაიწყო და დასრულება 2020 წლის მარტში არის დაგეგმილი #ინფრასტრუქტურა2019 #ახალიინფრასტრუქტურაშენთვის