ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები.
ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ.
ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95
ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი – 579 75 20 17;
მალთაყვის უბანი – 555 57 14 38;
კუნძულის უბანი – 551 41 11 02;
ნაბადის უბანი – 599 25 41 21;
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან.