პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან ,ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კააკულიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად მოსახლეობას ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები. ადგილობრივებმა, ასევე მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა არის პრობლემები რომლის გადაჭრაც უახლოეს პერიოდშია შესაძლებელი, რაზეც რეაგირება დროულად, მოხდება და არის პრობლემები, რომელთა მასშტაბიც დიდია და მის მოსაგვარებლად დამატებითი რესურსის მოძიებაა საჭირო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივებს ინფორმაცია მიეწოდა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებზე.