უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია II-ს დაბადებიდან 90-ე იუბილეს და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს. ფასდაუდებელია თქვენი სულიერი მოღვაწეობა და დაუღალავი ზრუნვა ქართველი ერის მიმართ. თქვენო უწმინდესობავ გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! გულითადად ვუერთდები ქართველი ერის სიხარულს და ვისურვებ ,რომ დიდხანს გვყავდეთ,როგორც ერთიანი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი.
უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა.