დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა ჩვენი თანაქალაქელის მხატვარ ზაურ ცხადაიას საიუბილეო გამოფენა, სახელწოდებით „დაბრუნება’’. ბატონი ზაური დაიბადა ქალაქ ფოთში. დაამთავრა N2 საშუალო სკოლა,სწავლობდა სოხუმსა და თბილისში. როგორც თავად აღნიშნავს მხატვრობისადმი ,როგორც მთავარი საქმისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მე-7 კლასში გამოიკვეთა და მას მერე არ შეცვლილა.
მისი არაერთი მოსწავლე ასევე გამოჩენილი მხატვარი გახდა.
1960 წლიდან დღემდე მონაწილეობს გამოფენებზე და განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას სამხატვრო დარგში. ზემოთ აღნიშნულ გამოფენას საზოგადოების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და საკრებულოს წევრები.
ქალაქ ფოთის საკრებულო ულოცავს ბატონ ზაურს საიუბილეო გამოფენას და უსურვებს წარმატებებს!