დღეს, 2023 წლის 24 თებერვალს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (MDD) მომზადებასთან დაკავშირებით , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას პროექტის კონსულტანტი ქ-ნი ნინო ლოლაძე უძღვებოდა.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ პროექტთან თანამშრომლობით, იწყებს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შერჩეული 30 მუნიციპალიტეტი შეძლებს ექსპერტების მხარდაჭერით შეიმუშაონ ან განაახლონ მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი.
პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით.