ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 28 მარტს გაიმართა
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ,რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
განკარგულების პროექტი ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის 27 აპრილის N12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დადგენილების პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
დადგენილების პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.