2023 წლის 29 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი :
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების
შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 282.00 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი 04.01.03.009) შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთისათვის“ პირდაპირი
განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო მისასვლელი
ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით
სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას
განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19
აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს, 2017 წლის 27 აპრილის №12/32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი 04.01.20.053) შპს ,,მეტალ ტრეიდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით,
სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი
ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022
წლის 24 მაისის №5/21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს
მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8,
მე-12− მე-16 ნაწილებით, 125 4 , 135-ე, 135 1 მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27
აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად
უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14
მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ხუთი განკარგულება და ოთხი დადგენილება.