დღეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაული აღინიშნა. დღევანდელი თარიღი ორმაგად საზეიმოა და დღესასწაულთან ერთად საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობის) 10 წლის იუბილე აღინიშნება!
სიმბოლურია, რომ საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი, სადაც ტაძრის ისტორიული წარსულის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო.
საზეიმო წირვა მისმა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობამ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
კვირაცხოვლობის დღესასწაულს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.