დღეს 27 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და კუნძულის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი სანდრო ქუშაშვილი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძე, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ნანავას ქ. N 1-ში და თამარ მეფის ქ. N 52-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მიმდინარეობს, 2023 წლის 10-15 იანვარს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები.
ნანავას ქ. N1-ში რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულდა შპს ,,ნიუ სითი“_ს მიერ.
აღნიშნული პროექტის ღირებულებამ შეადგინა : 87370.053 ლარი.
ამჟამად რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულებულია.
თამარ მეფის ქ. N 52-ში რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს შპს “ჩიკი”
პროექტის ღირებულება შეადგენს: 117408.78 ლარს.
სამუშაოები უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 3 აპრილამდე.