დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ინიციატივით გაიმართა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვების ცერემონია
ჩვენს ქალაქში ტრადიციულად ყოველი წლის ბოლოს ხდება წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების გამოვლენა.
აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ფოთელ სპორტსმენთა მიღწევების საზოგადოებისთვის წარდგენას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის მწვრთნელებს და მასწავლებლებს უანგარო შრომისათვის და საამაყო თაობათა აღზრდისათვის.
აღნიშნულ ღონისძიებაზე იუბილესთან დაკავშირებით და სპორტის სხვა და სხვა სახეობის განვითარებაში შეტანილი დამსახურებული ღვაწლისთვის ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის სიგელით დაჯილდოვდნენ
თენგიზ გუჯაბიძე აღმოსავლური ორთაბრძოლა ტაეკვონდო 50 წლის იუბილე.
ალექსანდრე ეფრემიძე ფეხბურთი 55 წლის იუბილე.
აკაკი იოსავა კანოე კაიაკი 60 წლის იუბილე.
ვასილ დუნდუა აღმოსავლური ორთაბრძოლა უ შუ კუნგ ფუ60 წლის იუბილე.
ვალერი კუპრეიშვილი 70 წლის იუბილე.
2021-2022 წლებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ხელბურთში 14,16 წლამდე ასაკის გოგონებში და ქალებში მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთის კლუბი ,,ოქროს ვერძი’’ დააჯილდოვა საკრებულოს წევრმა ბაქარ ერაგიამ.
2021-2022 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობებზე U-10, U-11, U-12, U-13, U-14, U-15, U-16 შორის და იმერეთის ღია ჩემპიონატზე U-17 შორის მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა ქ.ფოთის ფეხბურთის სასპორტო სკოლა.
2022 წელს ქ.ფოთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულ ღონისძიებებზე მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა ქ.ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა.
2022 წელს რაგბში მიღწეული წარმატებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლუკა მატკავა -ნომინაციაში 2022 წლის წარმატებული ახალგაზრდა.
არა ოლიმპიურ სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში მიღწეული წარმატებებისთვის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ლუკა გადელია,საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ერგო ვალერიანე გიგიბერიას.
ხოლო ოლიმპიურ სპორტის სახეობა კრივში მიღწეული წარმატებებისთვის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა აკაკი ბასარია, საუკეთესო მწვრთნელად კი ბესიკ მანჯავიძე. სპორტსმენებს და მწვრთნელებს სიგელებთან ერთად აგრეთვე გადაეცათ ფულადი ჯილდო.
აღნიშნულ ღონისძიებას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საზოგადოების სხვა და სხვა დარგის წარმომადგენლები.
ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს თითოეულ სპორტსმენს და მწვრთნელს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს მათ ბედნიერ შობა-ახალ წელს!