ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მაია დოლბაიამ და თორნიკე კირთაძემ საკრებულოს წევრებთან და მერის მოადგილეებთან ერთად sisli escort დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ფაშიზმის წინააღმდეგ ომში შვიდასი ათასი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, რომელთაგან სამასი ათასზე მეტი გმირულად შეეწირა ბრძოლას, მათ შორის ორი ათასზე მეტი ჩვენი ქალაქელი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 20 პირს, 300 ლარი გადაეცა.
დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროპის დღეს.
ფაშიზმზე გამარჯვებაში ფასდაუდებელია ქართველთა გმირობა და მონაწილეობა, რომელმაც მთლიანი ევროპის მომავალი განსაზღვრა. ევროპის, რომლის ისტორიული ნაწილია საქართველო!
განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით ვულოცავთ ჩვენს ვეტერანებს გამარჯვების დღეს! და გმირულად დაღუპულთა ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ!