ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 27 ივნისს გაიმართა
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა ,რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის N17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.04.01.07.486) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე”.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთში, რეკვავას ქუჩა N9-ში, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 04.01.10.077) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე”.
- განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთში არსებული ფანტანების, მინი სპორტული მოედნების, ბავშვთა სათამაშო მოედნების და სკვერების მდგომარეობისა და მათი უსაფრთხოების დადგენასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ”.
- განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
- განკარგულების პროექტი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის თავმჯდომარე ბექა მორჩილაძე