🔹 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
🔹 ლუდუკ ხასიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბური ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.
🔹 აქტურად გრძელდება სამუშაოები კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე. პირველ ეტაპზე 2000 მეტრიანი ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და შიდა კომუნიკაციების მოწყობა მიმდინარეობს.