ფოთში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ზღვის სანაპირო ზოლი. ძლიერმა ქარმა დააზიანა მრავალწლოვანი ხეები.
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი და ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი ცენტრალური მილები.
სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. ფოთისა და ქ. სენაკის 32 000-ზე მეტ აბონენტს.
ა (ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” მიერ სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ქალაქს. ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მოქმედებს ცხელი ხაზი:
ფოთის მერიის ცხელი ხაზი: ☎️ 0493 22 12 95 ;
წყალმომარაგების კომპანიის ცხელი ხაზი ☎️ 032 2 93 00 00