დღეს ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი -2023” გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდება.
ღონისძიების საზეიმო გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლექსო თოდუა დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
ფესტივალის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მისი ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” და მას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.