📣 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ”უეფას” ხელშეწყობით, ფოთში სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლის სტადიონის მშენებლობა დაიწყო. 📌პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი ბუნებრივსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა, სადაც განთავსდება ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელები, მწვრთნელების ოთახი და სამედიცინო სივრცე. 📌საფეხბურთო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
![ფოთში საფეხბურთო სკოლის სტადიონის მშენებლობა დაიწყო](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/11/67066115_2479677095421685_6431972675496706048_o.jpg)