ფოთში, დევნილი ბავშვებისთვის, ცურვის შემსწავლელი უფასო კურსები მიმდინარეობს.
ქალაქში რეგისტრირებული 5-დან 16 წლამდე ასაკის 60 დევნილი ბავშვი უფასოდ ჩაერთო ცურვის შემსწავლელ ერთთვიან კურსში ფოთის საცურაო კომპლექსში.
დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შემსწავლელი პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭო.“
ფოთელი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების სტილის წასახალისებლად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს ურთიერთთანამშრომლობას.